11 X 11
სპორტული პორტალი

ლევანდოვსკის მანჩესტერ სიტიში გადასვლა რეალურია?

0

პოლონელი თავდამსხმელის პირადმა აგენტმა პინი ზაჰავიმ განაცხადა, რომ აქვს შანსი მისი კლიენტი ზაფხულში “მანჩესტერ სიტიში” გადაიყვანოს. ლევანდოვსკის მიუნხენის “ბაიერნთან” ხელშეკრულება 2023 წლის ივნისში უთავდება და ამიტომ არ არის გამორიცხული, “რეკორდმაისტერმა” ის გაყიდოს. 

აქ უფრო ზაჰავის ტაქტიკა იგრძნობა. “ბაიერნი” აპირებს ლევანდოვსკის კონტრაქტი მინიმუმ ორი წლით გაუგრძელოს, რომელსაც ურჩევნია სამი წლით გახანგრძლივდეს და რაც მთავარია, ხელფასი მნიშვნელოვნად გაეზარდოს. აი, აქ კი შეიძლება “ბაიერნი” არ დათანხმდეს, მაგრამ თუ ბავარიელებს ეცოდინებათ, რომ სხვა კლუბი, ვთქვათ “სიტი”, მას მოთხოვნილ ხელფასს დაუნიშნავს, მხოლოდ ორი გზა რჩებათ – გაყიდონ ან ხელფასი მნიშვნელოვნად გაუზარდონ.

წყარო: goal.com

სხვა სიახლეები
გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო