11 X 11
სპორტული პორტალი

შეყვარებულს ცემა, სასამართლომ მასთან 500 მეტრზე მიკარება აუკრძალა, შემდეგ ცოლად მოიყვანა და ამისთვის პატიმრობა მისაჯა

0

მიუნხენის “ბაიერნის” და საფრანგეთის ნაკრების მცველს ლუკას ერნანდესს ესპანურმა სასამართლომ ექვსთვიანი პატიმრობა მიუსაჯა, რადგან მან 2017 წელს თავის შეყვარებულს ამელია დე ლა ოსა ლორენტეს ცემა და ამისათვის სასამართლომ მასთან 500 მეტრზე მიახლოება აუკრძალა. გამოხდა ხანი, მიჯნურები შერიგდნენ, იქორწინეს კიდეც და პირმშო მარტინიც შეეძინათ, მაგრამ რახან ამელიასთან მიახლოების აკრძალვა გაუქმებული არ იყო, ლუკასი სამართალდამრღვევად ცნეს და ზ.ა. ვერდიქტი გამოუტანეს.

ლუკას ერნანდესის ადვოკატები ესპანური თემიდას ამ გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში ასაჩივრებენ.

წყარო: as.com

 
სხვა სიახლეები
გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო