11 X 11
სპორტული პორტალი

ფიფას ექს-პრეზიდენტი არ გამორიცხავს, რომ კატარის მუნდიალის მასპინძლობა ნაყიდია

0

ფიფას ყოფილი პრეზიდენტი ზეპ ბლატერი დოკუმენტურ ფილმში “კაცი, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატი გაყიდა”, 2010 წელს კატარისათვის მუნდიალის მასპინძლობის უფლების კატარისთვის მიცემის პერიპეტიებს იხსენებს და მთავარ დამნაშავედ მაშინ უეფას პრეზიდენტი და შეთავსებით ფიფას ვიცე-პრეზიდენტი მიშელ პლატინი გამოჰყავს:

“ფიფა არ ყოფილა კორუმპირებული ორგანიზაცია, მაგრამ ფიფაში იყო კორუმპირებული ხალხი. კატარმა მისცა თუ არა ვინმეს ქრთამი? არ ვიცი, მე არ მინახავს, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის უფლების მიცემის დროს ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მე მართალი ვარ საკუთარ სინდისთან და ჩემს წარსულ საქმიანობასთან, მაგრამ ჩემთან მართალი არ არის ჩემს მიერვე ჩემს მემკვიდრედ დასახული კაცი, რომელიც ჩემს წინააღმდეგ წავიდა და ეს დიდი უსამართლობა გახლდათ. 

მასპინძელი ქვეყნის შერჩევამდე ერთი კვირით ადრე მიშელ პლატინიმ დამირეკა და მითხრა, რომ მას სთხოვეს მხარი კატარისთვის დაეჭირა. წესით და რიგით, მიშელს თავისი ქვეყნის პრეზიდენტისათვის ამ თხოვნის შესრულებაზე უარი უნდა ეთქვა. ამით ის ერთ ქვეყანას კი არა, მსოფლიო ფეხბურთს ასარგებლებდა”, – ბრძანებს ბლატერი.

აქ კომენტირებას დიდი აზრი არ აქვს, რადგან თითქმის ყველაფერი ცნობილია. თავად ბლატერი და ლამის ყველა მისი მოადგილე, სხვადასხვა კონფედერაციების პრეზიდენტები, გადაყენებულნი არიან, ნაწილი ციხეშია და თითქმის ყველას, ბლატერისვე თავკაცობით, საფეხბურთო სქმიანობა აქვთ აკრძალული და ამის შემდეგ სიტყვა როგორ უნდა მოუბრუნდეს, რომ ფიფა არ იყო კორუმპირებული.

ეს ძველი ამბავია, მაგრამ ძალიან საყურადღებოა და მიმხვედრი მიხვდება, თუ რატომ არავინ ახსენებს კატართან ერთად მაშინ 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის უფლების რუსეთისთვის “მიყიდვას”? დიახაც, ამ ბრალდებას დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება “აწვებოდა”, მაგრამ მოგვიანებით ისიც “დადუმდა”.

ასეა, პოლიტიკური მიზანშეწონილობა და კულუარული გარიგებები მუდამ ფავორშია.

სხვა სიახლეები
გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო