11 X 11
სპორტული პორტალი

პიკფორდი კარში “შპარგალკით” დგება

0

დიახ, ასეა. “ევერტონისა” და ინგლისის ნაკრების მეკარე ჯორდან პიკფორდი მატჩების დროს კარში ‘შპარგალკებით” შეიარაღებული დგება. ჩანაწერები არც გეტრებში აქვს ჩამალული, არც მკლავებზე აწერია და ფურცლებსაც საცვალში არ იჩურთავს… მშვენიერი გამოსავალი მოუნახავს – წყლის ბოთლზე მიუწერია თუ რომელი გუნდის პენალტისტი რომელ კუთხეში ურტყამს და ა.შ.

ეს ფოტორეპორტიორებმა პრემიერლიგის ბოლო ტურში “ვესტ ჰემთან” მატჩის დროს შენიშნეს და ფოტოგრაფიულად “დაადოკუმენტეს”. გაირკვა, რომ პიკფორდი ასე მხოლოდ “ევერტონის” მატჩების დროს როდის იქცევა, არამედ სანაკრებო მატჩებზეც ამგვარი “შპარგალკებით” დაიარება.

განსხვავებით, გამოცდებზე გამსვლელებისაგან, ჯორდან ბატონს “შპარგალკის” გამოყენებისათვის ვერც ვერავინ დასჯის და ვერც დაამუნათებს. პირიქით, ამგვარი წინდახედულება და მომზადება, საქებარიც კია.

წყარო: thesun.co.uk

სხვა სიახლეები
გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო