11 X 11
სპორტული პორტალი

კასანო: კრიშტიანო მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი არ არის

0

იტალიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, ახლა კი საფეხბურთო ექსპერტმა ანტონიო კასანომ, რომელიც ტელევიზიაშიც ისეთივე პირდაპირი და მოურიდებელია, როგორიც საფეხბურთო მოედანზე და მწვრთნელებთან დამოკიდებულებაში იყო, კრიშტიანო რონალდოს პირადი აგენტის ჟორჟე მენდეშის ნათქვამზე, რომ მისი კლიენტი მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია, გადაიხარხარა და თქვა:

“რას ამბობთ? ყველა დროის კი არა, საუკეთესო ხუთეულშიც კი არაა მისი ადგილი. პირადად ჩემი ხუთეული ასეთია : მესი, პელე, მარადონა, კრუიფი და ბრაზილიელი რონალდო”.  

წყარო:  Tuttojuve.com

სხვა სიახლეები
გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო