11 X 11
სპორტული პორტალი

აკი, ფული არ გვაქვსო?!

0

ესპანურ მედიას შეუტყვია, რომ “ბარსელონას” წარმომადგენლები დაკავშირებიან კილიან მბაპეს და დაპირებიან ამ სეზონის ბოლოს მათთან თავისუფალ აგენტად ანუ უფასოდ თუ გადავა, გადასვლის ბონუსად ერთბაშად 90 მილიონ ევროს გადაუხდიან. ეს გასაგებია, მაგრამ ხელფასი რამდენი ექნება? მბაპეს რეალი წელიწადში 30 მილიონს პირდება, ახალ კონტრაქტს თუ ხელს მოაწერს პსჟ 38 მილიონს და ა.შ.

გამომდინარე აქედან, “ბარსელონა” არც ისეთ ფინანსურ კრიზისში უნდა იყოს, როგორც კლუბის პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა და მისი ხელქვეითები გოდებენ.

წყარო: as.com

სხვა სიახლეები
გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო