11 X 11
სპორტული პორტალი

ამან უნდა თქვას, ბედი მაქვსო

0

24 წლის მოიყარა ფრანგი თავდამსხმელი უსმან დემბელე, რომელიც მეხუთე სეზონია რაც “დორტმუნდიდან” “ბარსელონაში” გადავიდა და ამ პერიოდში მხოლოდ 81 მატჩში მიიღო მონაწილეობა და სულ 18 გოლი გაიტანა. მართალია, ხშირად ტრავმიანობს, მაგრამ როდესაც ჯანმრთელადაა, ვერც მაშინ ბრწყინავს. არადა, წელიწადში 10 მილიონი ევრო აქვს ხელფასი და ახლა იმასაც არ თანხმდება, რომ ჯამაგირი 20%-ით დაიკლოს. ამასთან, არც 2022 წლის 30 ივნისამდე მოქმედი ხელშეკრულების გაგრძელებას აპირებს, რადგან სხვა გუნდში უფასოდ გადასვლა ამოუჭრია გულში და აგერ “ტუზი დაეცა” – საუდური ფულებით მოღონიერებულმა “ნიუკასლმა” 5-წლიანი კონტრაქტი და ამ პერიოდში გარანტირებულად 75 მილიონი ევრო შესთავაზა და თუ “კაჭკაჭებში” თავისუფალ აგენტად ანუ უფასოდ გადავა, ბონუსად 15 მილიონსაც ჩაურიცხავენ.

წყარო: sport.sky

სხვა სიახლეები
გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო