11 X 11
სპორტული პორტალი

ვალბუენა ბენზემას ფაქტობრივად ადანაშაულებს

0

ხვალ ვერსალის სასამართლოს წინაშე მადრიდის “რეალისა” და საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელი კარიმ ბენზემა წარსდგება, რომელიც ეჭვმიტანილია, რომ ის გარკვეულწილად შუამავალი იყო თანანაკრებელ მატია ვალბუენასა და დანაშაულებრივ ჯგუფს შორის, რომელიც ვალბუენას მისი ინტიმური ვიდეოს გამოქვეყნებით ემუქრებოდა თუ ფულს არ გადაუხდიდა, ხოლო ბენზემა ამის გაკეთებას ურჩევდა ვალბუენას.

სიტუაცია ცოტა ბუნდოვანია და სჯობს თავად ვალბუენას ნათქვამი ვნახოთ: “არც ერთი წუთით არ მიფიქრია შანტაჟისტებისთვის ფულის გადახდა, მაგრამ ხიფათის წინაშე ვიდექი და ამიტომ მივმართე სასამართლოს. ვიცოდი, რომ ის ვიდეო თუ გამოქვეყნდებოდა, საფრანგეთის ნაკრებში აღარ მიმიწვევდნენ. ბენზემა მეუბნებოდა, რომ ასეც მოხდებოდა და წარმოდგენა არ მქონდა, რომ ის ამ ისტორიაში ჩაბმული იყო.  კარიმს არასოდეს სიტყვა ფულზე არ დაუძრავს, ფულზე მე ვლაპარაკობდი, კარიმი კი მაწვებოდა, რომ ევრო 2016-მდე ცოტა დრო იყო დარჩენილი. რომ მცოდნოდა, კარიმიც ამ სქმეში იყო, სასამართლოში ნამდვილად არ წავიდოდი”.

საქმეში ჩახედული ხალხი ამბობს, რომ თუ ბენზემას დანაშაული დაუმტკიცდა, შეიძლებო 5 წლით დააპატიმრონ, მაგრამ უფრო მოსალოდნელია რომ ფინანსური ჯარიმით გმოძვრება ამ სიტუაციიდან.

წყარო: marca.com

სხვა სიახლეები
გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო