11 X 11
სპორტული პორტალი

ხოჭოლავას კოპენჰაგენმა წააგო, კანკავა-კაშიას სლოვანმა და ჩაკვეტაძის გენტმა მოიგეს

0

კონფერენს ლიგის F ჯგუფის ლიდერმა “კოპენჰაგენმა” მდევარი პაოკი ისტუმრა. დათო ხოჭოლავა დანიური გუნდის სასტარო შემადგენლობაში იყო და ბოლომდე ითამაშა. ამან კი ითამაშა, მაგრამ გუნდი მეკარე კამილ გრაბარამ დააღალატა, რომელიც მე-9 წუთზე გააძევეს და “კოპენჰაგენმა” მატჩი 1:2 დათმო. ამ მოგებით პაოკი 7 ქულით გალიდერდა, მას ქულით ამორჩება “კოპენჰაგენი, რომელსაც გურამ კაშიასა და ჯაბა კანკავას “სლოვანი”მიუახლოვდა. ბრატისლაველებმა შინ მოკრძალებულად, 2:0 მოუგეს გიბრალტარულ “ლინკოლნს” და ახლა 4 ქულით მესამე ადგილზე არიან. ორივე ქართველმა ლეგიონერმა  სრულად და დამაჯერებლად ითამაშა.

სტუმრად პრინციპული მატჩი 1:0 მოუგო “გენტმა” ბელგრადში “პარტიზანს” და სამი მატჩის შემდეგ B ჯგუფის ქულადაუკარგავი ლიდერია. ბელგიური გუნდის სასტარტო შემადგენლობაში იყო გიორგი ჩაკვეტაძე, რომელმაც რამდენიმე ეპიზოდში გამორჩეულად ითამასა და მე-80 წუთზე შეცვლილ იქნა.

 

სხვა სიახლეები
გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო