11 X 11
სპორტული პორტალი

ნბა-ში ისტორიული მატჩი შედგა: ბითაძე vs მამუკელაშვილი

0

ქართული დუელი პლანეტის უძლიერეს საკალათბურთო ლიგაში. ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ერთმანეთს გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსი” და სანდრო მამუკელაშვილის “მილუოკი ბაქსი” შეხვდნენ. მატჩი ინსიანაპოლისში გაიმართა და მილუოკელთა გამარჯვებით – 119:109 დასრულდა.

ბითაძემ „ბაქსის“ წინააღმდეგ 17:40 წუთი ითამაშა, რა დროშიც მან 7 ქულა, 9 მოხსნა (7 შეტევაში), 1 პასი და 2 ჩაჭრა დააგროვა. მან 3-დან 1 სამქულიანი გამოიყენა და 5-დან 1 ორქულიანი, ის საჯარიმოს ხაზთან 2-ჯერ დადგა და ორივერჯერ ზუსტი იყო. გოგა მეტოქის წინააღმდეგ 5-ჯერ დაჯარიმდა და ბურთიც 2-ჯერ დაკარგა. „პეისერსის“ კალათბურთელებიდან მხოლოდ ერთ მოთამაშეს, ჯერემი ლემბს (+3) ჰქონდა გოგაზე (+2) უკეთესი +/- მაჩვენებელი.

მამუკელაშვილმა NBA-ის  ზედიზედ მე-4 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ამჯერად, 9:54 წუთი ითამაშა. მან 2 ქულისა და 3 მოხსნის (1 შეტევაში) დაგროვება მოასწრო, პერიმეტრიდან ბურთის ჩაგდება ერთხელ სცადა და უშედეგოდ, ორქულიანი კი ერთხელ ისროლა და ზუსტად. სანდროს ამ დროის განმავლობაში არც პერსონალური ფოლი აუღია და არც ბურთი დაუკარგავს.

რაც შეეხება შეხვედრას, პირველი სამი მეოთხედი მაიკ ბუდენჰოლცერის გუნდი უპირატესობას ფლობდა. მეოთხე მეოთხედის დაწყებამდე „ბაქსი“ 15 ქულის სხვაობით იგებდა. ბოლო პერიოდში „პეისერსი“ გამოფხიზლდა, რაც დიდწილად გუნდის დაცვაში კარგი თამაშით იყო გამოწვეული, ერთ მომენტში 5 ქულამდეც კი დაქაჩა, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც დამარცხდა.

მატჩში საუკეთესო იანის ანტეტოკუნმპო იყო, რომელსაც სამმაგ დუბლამდე ძალიან ცოტა, 1 პასი დააკლდა. მის ანგარიშზე 30 ქულა, 10 მოხსნა და 9 პასია, კრის მიდლტონს 27 ქულა ჰქონდა. „პეისერსში“ კი ყველაზე შედეგიანი მალკოლმ ბროგდონი იყო 25 ქულით, ორმაგი დუბლი გაიფორმა დომანტას საბონისმა, რომელსაც 21 ქულა და 13 მოხსნა დაუგროვდა.

„ინდიანა პეისერსს“ ამ სეზონში, 4 მატჩიდან 3 წაგება აქვს, „მილუოკი ბაქსს“ კი 4-დან 3 მოგება. შემდეგ შეხვედრას ორივე გუნდი 28 ოქტომბერს გამართავს. ბითაძის გუნდი „ტორონტო რეპორტსს“ ესტუმრებამამუკელაშვილის გუნდი კი „მინესოტა ტიმბერვულვზს“ უმასპინძლებს.

წყარო: gbf,ge

სხვა სიახლეები
გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო