11 X 11
სპორტული პორტალი

19-წლამდელთა ნაკრები პორტუგალიაში გაემგზავრა

0

საქართველოს 19-წლამდე ვაჟთა ნაკრები, პორტუგალიაში გაემგზავრა, სადაც საერთაშორისო ამხანაგურ სამთა ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.

ვასილ მაისურაძის გუნდი, ტურნირის ფარგლებში დანიის და მასპინძელი პორტუგალიის 19-წლამდე გუნდებს დაუპირისპირდება. მატჩებს, 11-დან 16 ნოემბრამდე, პორტუგალიის ქალაქი – ლოუზადა უმასპინძლებს, რომელიც პორტუს რეგიონში მდებარეობს.

📅 19:00 | 11 ნოემბერი  – პორტუგალია V საქართველო | ლოუზადა, პორტუგალია
📅 19:00 | 13 ნოემბერი – საქართველო V დანია | ლოუზადა, პორტუგალია
📅 15:00 | 16 ნოემბერი – პორტუგალია V დანია | ლოუზადა, პორტუგალია

აღნიშნული შეხვედრებისთვის, 19-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვასილ მაისურაძემ 20 ფეხბურთელი გამოიძახა.

U19 | საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: ლუკა ხარატიშვილი (დინამო ბათუმი), ლევან თანდილაშვილი (თელავი).

მცველები: დავით გოგოტიშვილი (დინამო თბილისი), მუხრან ბაგრატიონი (დინამო თბილისი), თორნიკე დუნდუა (დინამო თბილისი), ლუკა სალუქვაძე (დინამო თბილისი), გიორგი ჩხეტიანი (ბრაგა, პორტუგალია), გიორგი პირტახია (ლოკომოტივი თბილისი), ნიკოლოზ უგრეხელიძე (დინამო თბილისი).

ნახევარმცველები: ლუკა კეკელიძე (ლოკომოტივი თბილისი), ოთარ მამაგეიშვილი (საბურთალო), ნიკოლოზ ცხოვრებაშვილი (დინამო თბილისი), გიზო მამაგეიშვილი (საბურთალო), გეგი გეგუჩაძე (საბურთალო), ნიკა სიხარულაშვილი (დინამო თბილისი), გიორგი აბუაშვილი (პორტუ, პორტუგალია), ლუკა წულუკიძე (საბურთალო).

თავდამსხმელები: გიორგი გვიშიანი (გაგრა), ჯადული იობაშვილი (დინამო თბილისი), გიორგი კვერნაძე (საბურთალო).

მეტოქე გუნდების შესახებ

პორტუგალიის ასაკობრივი გუნდი, 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ბოლო სამი გათამაშების ფინალისტია – 2017 და 2019 წლებში ფინალში დამარცხდნენ, ხოლო 2018 წელს იტალიასთან გამარჯვების შემდეგ ჩემპიონობის მოპოვება შეძლეს.

დანიელმა 19-წლამდელებმა, 6-12 ოქტომბერს გამართული საკფალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპი, საქართველოს მსგავსად პირველ ადგილზე დაასრულეს. დანიამ ჯგუფში ყაზახეთს, ჩრდილოეთ ირლანდიას და მასპინძელი ჩეხეთის რესპუბლიკის ნაკრებ გუნდებს აჯობა.

შეგახსენებთ, რომ 19-წლამდელებმა, 6-12 ოქტომბერს, ნორვეგიაში გამართული ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპი, პირველ ადგილზე დაასრულეს და ელიტ რაუნდის საგზურის მოპოვება შეძლეს.

ელიტ რაუნდი, 19-წლამდელებს გაზაფხულზე ელით, ხოლო ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი, სლოვაკეთში 18 ივნისიდან, 1 ივლისამდე გაიმართება.

                                                                                                                                                                                           nakrebi.ge

სხვა სიახლეები
გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო