11 X 11
სპორტული პორტალი

ფრე ფიჯისთან

0

ფიჯი-საქართველო 15:15

20.11.2021. არანხუესი (ესპანეთი)

საქართველო : 15. ნინიაშვილი, 14. ტაბუცაძე, 13. კვესელაძე, 12. შარიქაძე (კაპ), 11. თოდუა, 10. აბჟანდაძე, 9. ლობჟანიძე; (1-8): 1. გოგიჩაშვილი, 2. მამუკაშვილი, 3. გიგაშვილი, 4. ქერდიყოშვილი, 5. მიქაუტაძე, 6. საღინაძე, 7. ცუცქირიძე, 8. გორგაძე.
სათადარიგოები: 16. ჭყოიძე, 17. ნარიაშვილი, 18. ჯაფარიძე, 19. ჯაიანი, 20. ჯალაღონია, 21. ალანია, 22. ხმალაძე, 23. თაფლაძე.

საქართველოს ნაკრებმა ფიჯის ნაკრებთან ფრით დაასრულა ნოემბრის ტესტები. შეხვედრა უთიერთდაზვერვით დაიწყო. ბორჯღალოსნებმა მოახერხეს, მეტოქის ნახევარზე ორჯერ დააჯარიმეს მეტოქე და აბჟანდაძის ორი ზუსტი დარტყმით დაწინაურდნენ. შემდეგ უპირატესობა ფიჯელთა მხარეს გადავიდა და ლელო დაგვიდეს, რომელიც ვეღარ გარდასახეს. ამას აბჟანდაძის კიდევ ერთი ზუსტი ჯარიმა მოჰყვა და ტაიმის ბოლოს თედოს მორიგი დარტყმა რომ არ გაცუდებოდა, ქრთველები შესვენებაზე საკმაო შესამჩნევი გავიდოდნენ.

მეორე ტაიმში კუნძულელებმა საკუთარი თამაში იპოვნეს, ძირითადად ხელით ირჯებოდნენ. ჩვენები თითქმის სულ დაცვაში იდგნენ, უნდა ითქვას ყოჩაღადაც. თუმცა, საჯარიმო დარტყმით ანგარიშის სხვაობა შეგვიმცირეს. როდესაც ხერხდებოდა და თამაში მეტოქის ნახევარზე გადადიოდა, ფიჯელები იძულებულნი ხდებოდნენ დაჯარიმებულიყვნენ. აბჟანდაძემ ორივეჯერ შედეგიანად დაარტყა. სამწუხაროდ, შვიდქულიანი უპირატესობა ვეღარ შევინარჩუნეთ და მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე ფიჯელებმა მეორე ლელო გაგვიტანეს, გარდასახვაშიც ზუსტნი იყვნენ და ანგარიში გაათანაბრეს. დარჩენილ დროში კიდევ ბევრი გვიტიეს, მაგრამ ბორჯღალოსნებმა მოახერხეს თავის დაცვა და საბოლოოდ ფრე დაფიქსირდა.

სხვა სიახლეები
გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო