11 X 11
სპორტული პორტალი

კლოპმა და არტეტამ იჩხუბეს და ერთმანეთს აგინეს [VIDEO]

0

პრემიერლიგურ “ლივერპულისა” და “არსენალის” მატჩის 32-ე წუთზე გუნდის მწვრთნელებმა ერთმანეთს რეპლიკები ესროლეს, შემდეგ, ეტყობა, იურგენ კლოპმა რაღაც ისეთი მაძახა არტეტას, რომ ეს ჩია კაცი გაცეცხლდა და ახმახი გერმანელის საცემრად გაიწია, თუმცა სამწვრთნელო შტაბის წევრებმა და სტიუარდებმა მოახერხეს გაშველება. და მაინც, გაკავებული არტეტა კოლეგას ისევ ხმამაღლა უკითხავდა კეთილ-მოყვარეებს. ნაკლები გზნებით, მაგრამ ვალში არც კლოპი რჩებოდა. ასე იყო თუ ისე, მსაჯმა ორივეს ყვითელი ბარათი უჩვენა, მოკლე “აღმზრდელობითი მუშაობა” ჩაუტარა და ინციდენტი ამ ეტაპზე ასე დასრულდა.

სხვა სიახლეები
გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო