11 X 11
სპორტული პორტალი

მაურინიომ პირობა შეასრულა – დუბლის ავტორს “ბოტასები” უყიდა [VIDEO]

0

“ჯენოასთან” გასვლით მატჩში, რომელიც “რომამ” 2:0 მოიგო, დუბლი მატჩის ბოლო წუთებზე ჯალოროსოს 18 წლის თავდამსხმელმა ფელიქს აფენა-გიანმა შეასრულა. პირველი გოლის გატანის შემდეგ ფელიქსმა მთავარ მწვრთნელ ჟოზე მაურინიოსთან მიირბინა, გადაეხვია და რაღაც უთხრა.

ნამატჩევს ჟურნალისტებმა  მაუს ჰკითხეს თუ რა უთხრა ახალგაზრდა ფეხბურთელმა. მწვრთნელმა გაიღიმა და უპასუხა: “აფენა-გიანს დავპირდი, რომ თუ გოლს გაიტანდა, იმ სპორტულ ფეხსაცმელებს ვუყიდდი, რომელიც ძალიან მოსწონს, მაგრამ ძვირი, 800 ევრო ღირს. ჰოდა, როდესაც მოირბინა, მკითხა, პირობას თუ შევასრულებდი. ამიტომ ხვალ დილით ადრე უნდა ავდგე, ვუყიდო და მივართვა”.

მაურინიომ პირობა რომ შეასრულა, ვიდეოც ადასტურებს.

წყარო: twitter.com/FabrizioRomano

 

სხვა სიახლეები
გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო