11 X 11
სპორტული პორტალი

სუპერლიგა ევროპარლამენტის გადაწყვეტილების თაობაზე

0

გუშინვე გამცნეთ, რომ ევროპარლამენტმა ხმათა დიდი უპირატესობით მიიღო გადაწყვეტილება, რომ წინააღმდეგია ისეთი დახურული სპორტული შეჯიბრებებისა, როგორაც ევროპული სუპერლიგა აპირებს იფუნქციონიროს.

დღეს, სუპერლიგის წარმომადგენლებმა გააკეთეს ოფიციალური განცხადება, ეთანხმებიან რა ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას, მაგრამ მიუთითებენ, რომ ევროპარლამენტმა ყურადღება უნდა მიაქციოს იმ გარემოებას, რომ უეფა მონოპოლისტი ორგანიზაციაა და კიდევ იმას, რომ ევროპულ ფეხბურთს დაცვა ესაჭიროება, რადგან მომრავლდნენ “ისეთი მოთამაშეები, რომლებიც არაევროკავშირელები არიან და საფეხბურთო კლუბებს იყენებენ პლატფორმად, რათა გაატარონ თავიანთი, სპორტთან არავითარ კავშირში მყოფი თავიანთი ინტერესები”.

წყარო: lequipe.fr

 

სხვა სიახლეები
გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო