11 X 11
სპორტული პორტალი

ჩემპიონთა ლიგა – ხუთი ახალი მერვედფინალისტი

0

დასრულდა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტური, რომელმაც 5 ახალი პლეი-ოფოსანი გამოავლინა. ესენია: “მანჩესტერ სიტი”, პსჟ, “რეალი”, “ინტერი” და “სპორტინგი”, რომელნიც “მანჩესტერს”, “აიაქსს”, “ლივერპულს”, “ბაიერნს”, “ჩელსისა” და “იუვენტუსს” დაემატნენ. ამრიგად, ბოლო ტურში ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ეტაპზე გამსვლელი 5 გუნდიღაა გამოსავლენი.

A ჯგუფი

“მანჩესტერ სიტისა“ და პსჟ-ს მატჩს ინტრიგა მნიშვნელოვნად შეუმცირა იმ გარემოებამ, რომ ჯგუფის მეორე მატჩში აუტსაიდერმა „ლაიფციგმა სტუმრად, საწყის წუთებშივე მოუთავა საქმე „ბრიუგეს“, რომელსაც საბოლოოდ 5:0 მოუგო და ევროპა ლიგის საგზურიც ძალიან საპრობლემო გაუხადა. ასე რომ, მანჩესტერული დუელი სატურნირო თვალსაზრისით პირველი-მეორე ადგილების გასანაწილებლად იქცა. „სიტიმ“ აშკარად, კლასითაც კი დაჩაგრა პარიზელები, 2:1 დაამარცხა მეტოქე და პირველი ადგილით გავიდა მერვედფინალში.

B ჯგუფი

„ლივერპულმა“, რომელსაც პლეი-ოფში გასვლა პირველი ადგილით განაღდებული ჰქონდა, შინ, „ენფილდზე“ გაუჭირვებლად 2:0 მოუგო „პორტუს“, რომელიც 5 ქულით მეორე ადგილზე დარჩა, რადგან აუტსაიდერმა“მილანმა“ მადრიდში მატჩის ბოლო წუთებზე ერთადერთი გოლი გაუტანა „ატლეტიკოს“ და ქულებით გაუთანაბრდა. ეს ორივე გუნდი პორტუგალიელებს ერთი ქულით ჩამორჩება.  ბოლო ტურში „პორტუ“ „ატლეტიკოს“ მასპინძლობს, ხოლო „მილანი“ ლივერპულში ჩადის.

C ჯგუფი

„აიაქსმა“, რომელიც მერვედფინალში გასული იყო, სტამბოლშიც მოუგო „ბეშიქთაშს“ 2:1, ხოლო „სპორტინგმა“ ლისაბონში პრინციპულ მატჩში 3:1 სძლია „დორტმუნდს“ და ბოლო ტურის წინ პლეი-ოფი გაინაღდა. „ყვითლებს“ კი ევროპა ლიგის საგზურით უწევთ დაკმაყოფილება.

D ჯგუფი

ადრე დაწყებულ მატჩში მილანში „ინტერმა“ 2:0 დაამარცხა „შახტარი“, მეორე ადგილი გაინაღდა და ჩემპიონთა თასზე ასპარეზობას გააგრძელებს. მადრიდის „რეალმა“ კი გასვლაზე „ტირასპოლური ზღაპარი“ დაასრულა, სძლია რა 3:0 ‘შერიფს“, პირველი ადგილიდან გავიდა მერვედფინალში, ხოლო მოლდოვური გუნდი ევროპა ლიგაზე გადაინაცვლებს.

სხვა სიახლეები
გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო