11 X 11
სპორტული პორტალი

კატარში ორი ნორვეგიელი ჟურნალისტი დააკავეს

0

კატარში ნორვეგიული სამაუწყებლო კომპანია NRK-ს ორი ჟურნალისტი მამაკაცი დააკავეს, რომლებიც რეპორტჟს ამზადებდნენ მსოფლიოს ჩემპიონატის მოსამზადებელი სამუშაოების, სპორტში პოლიტიკისა და იმ მიგრანტი მუშების ცხოვრების შესახებ, რომლებიც სტადიონებისა და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობებზე არიან დასაქმებულნი.

ჟურნალისტები მთელი 32 საათის განმავლობაში იყვნენ პოლიციაში, მათ ტელეფონები, კომპიუტერები, ფოტოაპარატები და გადაღებული მასალა ჩამოართვეს. ამის მიზეზად კერძო ტერიტორიაზე უკანონოდ შეღწევა და უნებართვოდ გადაღებები დაასახელეს.  ჟურნალისტები უკვე სამშობლოში დაბრუნდნენ.

NRK-ს ხელმძღვანელობის განცხადებით, ისინი ფიფასთან ერთად განიხილავენ ამ ინციდენტს. თუმცა, ნორვეგიულმა გაზეთმა Verdens Gang-მა შეკითხვით მიმართა ფიფას თუ რა კომენტარს გააკეთებენ მომხდარზე, მაგრამ არ უპასუხიათ.

წყარო: vg.no

სხვა სიახლეები
გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო