11 X 11
სპორტული პორტალი

ხოჭოლავას “კოპენჰაგენი” პლეი-ოფშია, კაშიას და კანკავას “სლოვანი” ჯერ ვერა. ჩაკვეტაძე “გენტში” ისევ არ ათამაშეს

0

კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის მატჩები გამართეს F ჯგუფის გუნდებმა.

“კოპენჰაგენმა”, რომლის რიგებში სრულად და დამაჯერებლად ცენტრალურმა მცველმა დავით ხოჭოლავამ ითამაშა, გიბრალტარში იქაურ “ლინკოლნს” 4:0 მოიგო და ოფიციალურად გაიფორმა მერვედფინალში გასვლა.

რაც შეეხება მეორე მატჩს,  “სლოვანს” შინ, ბრატისლავაში რომ მოეგო კონკურენტი პაოკ-ისთვის, ისიც შემდეგ ეტაპზე გასული იქნებოდა, მაგრამ უპირატესობას სტუმრები ფლობდნენ და საბოლოოდ მატჩი უგოლო ფრით დასრულდა, რაშიც თავისი წონადი წვლილი სლოვაკური გუნდის ქართველმა მცველმა გურამ კაშიამ შეიტანა, რომელმაც მოედანზე 90 წუთი დაჰყო.  ბოლო ტურში „სლოვანი“ „კოპენჰაგენს“ ესტუმრება, „პაოკი“ კი „ლინკოლნს“ უმასპინძლებს.

“სლოვანის” შემადგენლობაში არ ყოფილა ჯაბა კანკავა, რომელსაც ძალიან სამწუხარო ამბავი შეემთხვა – დედა გარადაეცვალა და თბილისში გამოემგზავრა.

B ჯგუფში “ქართული გუნდების” – აუტსაიდერი “ანორთოსისისა” და ლიდერი “გენტის” მატჩში კვიპროსული გუნდის თავკაცმა თემურ ქეცბაიამ მეკარე გიორგი ლორია სათადარიგოთა სკამზე დატოვა. ასევე თადარიგშია “გენტის” ქართველი ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე. არც ერთი მათგანი თამაშში არ ჩართულა. შეხვედრა 1:0 “ანორთოსისმა” მოიგო და მერვედფინალის საგზურის მინიმალური შანსი გაიჩინა, “გენტი” კი მაინც პლეი-ოფშია.

 

სხვა სიახლეები
გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო