11 X 11
სპორტული პორტალი

ვიდალი მილანში ჩაფრინდა

ერთი საათის წინ ჩილელი ნახევარმცველი არტურო ვიდალი მილანში ჩაფრინდა. მალპენზას აეროპორტში მას იტალიელი ჟურნალისტები დახვდნენ. მათთან არტურო სიტყვაუხვი არ ყოფილა, მხოლოდ გაიღიმა, კარგად ყოფნა უსურვა და ხელი დაუქნია. მოსალოდნელია, რომ მისი “ბარსელონადან” “ინტერში” გადასვლა ხვალ ოფიციალურად მოხდება.